საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ტექნოპარკში კომპანია Microsoft – ის წარმომადგენლებთან, ალექსანდრე ლოჟკინთან (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ხელმძღვანელი) და ვილფრედ ჰერმანთან (დსთ-ს რეგიონის განვითარების ხელმძღვანელი) შეხვედრა გაიმართა.
როგორც ”ფორტუნას” ტექნოპარკიდან აცნობეს, შეხვედრის თემა იყო, თუ როგორ ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესის განვითარებას. შეხვედრის განმავლობაში კომპანია Microsoft – ის წარმომადგენლებმა გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება სტუმრებს, ისაუბრეს იმის შესახებ , თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიები ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის.
ამასთან, შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ Microsoft – ის წარმომადგენლებთან პირადი კომუნიკაცია დაემყარებინათ და დაესვათ ნებისმიერი კითხვა, რაც შემდეგ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებოდათ.
როგორც ტექნოპარკში განმარტეს, მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.