LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია თავისუფალია – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

414
melia

რამდენიმე წუთის წინ ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ნიკა მელია 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თანხა 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

პროკურატურამ სასამართლომდე პარლამენტს მიმართა, რათა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა გუშინ თითქმის 6 საათს გაგრძელდა, რასაც პლენარული სხდომა მოჰყვა.

ნიკა მელიამ სესიაზე უმრავლესობის დეპუტატებს ემოციური სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ ის ბევრად უფრო თავისუფალია ახლა, დაჭერის საფრთხის წინაშე, ვიდრე უმრავლესობის ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც მის იმუნიტეტის შეჩერებას ხმას აძლევდა.

პროკურატურამ ნიკა მელიას თბილისში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზაციაში, ასევე ამ პროცესების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ბრალი წაუყენა.

26 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის 91 დეპუტატმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები