LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატასტროფების პრევენციისთვის ევროკავშირმა რჩევები მოამზადა

85

 თბილისში რისკების შეფასების და ადრეული გაფრთხილებისთვის თემატური საექსპერტო დასკვნის ანგარიში განიხილეს. ამის შესახებ ”ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამნისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების  ევროპული კომისიისა და საპროექტო ჯგუფის ექსპერტებს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრში შეხვდა.

”საექსპერტო დასკვნა წარმოადგენს სახელმძღვანელო მექანიზმს სახელმწიფოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მენეჯმენტის კონტროლისთვის. ევროკავშირის საექსპერტო დასკვნების პროგრამა მიზნად ისახავს, წარმატებული პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობას ქვეყნებს შორის და დამატებითი ეფექტური პრაქტიკის დანერგვას”, – განმარტავენ სამინისტროში.

მათივე თქმით, აღნიშნული ანგარიში მიმართულია ჰიდრო-მეტეოროლოგიური და გეოლოგიურ საშიშროებებზე საქართველოში.

”ამ დოკუმენტის საფუძველზე, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი საკვანძo პრიორიტეტის მიმართულებით, რაც საფრთხეების შემთხვევაში ადამიანების მსხვერპლის გამორიცხვას და ეკონომიკური ზარალის შემცირებას გულისხმობს”, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ.

”ევროპის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მოგვცეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ასევე გრემოს დაცვის სამინისტროს. ჩვენს კოორდინირებულად მუშაობას იმ პრევენციული მიმართულებებით, რაც შეეხება წინასწარი შეტყობინებების დანერგვას საქართველოში”, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად კაწაშვილმა.

როგორ სამინისტროში აცხადებენ, საექსპერტო დასკვნები ხელს შეუწყობენ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში.