რა გადაადგილებებია მოსალოდნელი “ქართულ ოცნებაში”. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა, ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლოს.
„კურიერის“ ინფორმაციით, დიდ გადაადგილებებზე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა უკვე მსჯელობს.
ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ, კენჭს მთაწმინდის მაჟორიტარად იყრის. მანდატი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავისუფალია და იქ შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში და პარტია “ქართულ ოცნებაში” დაბრუნდა და “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი იქნება. მან აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ვოლსკი შეცვალა. ამის შესახებ დღევანდელი პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.