საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტსა და მოსახლეობას უსამძიმრებს, განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე განთავსდა :
“ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.
საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში.”