LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი ლუკაშენკოს გამარჯვებას ულოცავს

101

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბელარუსის პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ბელარუსის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

ლუკაშენკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მეხუთედ გაიმარჯვა, ადგილობრივი ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ლუკაშენკოს არჩევნებში მონაწილეთა 83,49%-მა მისცა ხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები