„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის აქტის გავრცელება პოლიციელებზე.
“სადაც ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება მოხდება და ამნისტიის გავრცელება, მე პირადად, იქ შესვლა გამიჭირდება, 99,9 % მე, იქ ვერ და არ შევალ”, – განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქციაში“ სატელეფონო ინტერვიუს დროს.
ნიკა მელიამ, ასევე ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან მისი გათავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებულ გირაოზე. როგორც მან განმარტა, ევროკავშირის გირაო მისი პოლიტპატიმრად პირდაპირ აღიარებას არ ნიშნავდა.
„პირველად მეძლევა შესაძლებლობა ავხსნა. მე, როდესაც შემომთავაზეს ევროკავშირის გირაოს ჩარიცხვაზე თანხმობის მიცემა, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიაზეც თანხმობას. ხელმოწერიდან მეორე დღეს, ანუ 20 აპრილს, როდესაც ჯერ კიდევ შარლ მიშელი აქ იყო, შემომთავაზეს, რომ ევროკავშირის გირაოს ჩაგირიცხავთ და გამოდიო. ეს, იცით რას ნიშნავდა? იმას, რომ ჩემგან ითხოვდნენ დავთანხმებულიყავი გირაოს ჩარიცხვაზეც და ამნისტიაზეც. ეს იყო კომბინაციაში, მე ოფიციალურად გირაოს ჩარიცხვაზე წინადადება მივიღე 20 აპრილს და ეს ყველაფერი გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიასაც და გირაოსაც. ე.ი. გირაოს ჩარიცხვასაც უნდა დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც? და ამ მოძალადეების პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა უნდა ამეღო?! ეს იყო შემოთავაზება. ამიტომ ვიყავი მე ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი და ახლაც ვარ წინააღმდეგი”,- განაცხადა ნიკა მელიამ.
მან მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა, რომელიც მისი უპირობო გათავისუფლების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში შესვლის რეკომენდაციას აძლევდა.
„ძალიან კარგად მესმის მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება რატომ გააკეთა. იმ დროს სწორად გააკეთა ეს განცხადდა. პარტია მივიღებთო გადაწყვეტილებასო. მე ჩემს პოზიციას გეუბნებით, იმ შემთხვევაში თუ მოძალადეებს გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან პარლამენტი (დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, არც მალავს „ქართული ოცნება”) რა მინდა იმ პარლამენტში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება: გიორგი ვაშაძე