LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი, საღამოს კი ქმარი გადაარჩინეს

269
BeFunky-collage (3)

შავ ზღვაზე მაშველებმა დილით ცოლი, საღამოს კი ქმარი გადაარჩინეს.  ინფორმაციას ამის შესახებ „გურია თუდეი“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

მაშველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ზღვაზე ძლიერი შტორმი იყო.

,,გავაფრთხილეთ ადამიანები, რომ ზღვაში არ შესულიყვნენ, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, ნაკლებად გვიჯერებენ. ის იყო, ზღვაში შესაბამისი ფერის ალმები აღვმართეთ, რომ შტორმის გამო, წყალში შესვლა აკრძალული იყო, დახმარებისთვის მოგვმართეს მოქალაქეებმა. ახალგაზრდა ქალბატონი შევლას ითხოვდა. უცებ გავეშურეთ შემთხვევის ადგილზე და ეს მოქალაქე სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. საღამოსაც ძლიერი ღელვა იყო და კიდევ ერთხელ დაჭირდათ ჩვენი დახმარება.

ამჯერად მამაკაცი ითხოვდა შველას. უცებ მივვარდით, ალბათ, ნახევარი წუთი რომ დაგვგვიანებოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. შემდეგ გავიგეთ, რომ დილით გადარჩენილი ქალბატონი და საღამოს გადარჩენილი მამაკაცი ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ.

ბავშვი ჰყოლიათ მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებების გამო ჩამოყვანილი და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა მათ თავს. გავიდა ორი დღე და მოულოდნელად სამაშველო კოშკურასთან ეს ცოლ-ქმარი გვესტუმრა, ფოთელები აღმოჩნდნენ, მადლიერების ნიშნად ტორტი წარწერით “მაშველი გიშველის” და სხვადასხვა სახის ნუგბარი მოგვიტანეს.” – უთხრეს “გურია თუდეის”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები