2008 წელს თუ სააკაშვილმა ომი წამოიწყო, 2008 წელს ირაკლი ღარიბაშვილი აკვნის ბავშვი ხომ არ იყო, ვერ თქვა?! – ამ შეკითხვით მიმართა მურმან დუმბაძემ საქართველოს პრემიერს “ტვ პირველის” ეთერიდან.
“ღარიბაშვილს მივმართავ, 2008 წელს თუ სააკაშვილმა ომი წამოიწყო საკუთარ ტერიტორიაზე, თუ დაბომბა ცხინვალი თუ ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, თუ ამდენი ათეულ ათასობით ადამიანი თუ ასე ცუდად მოიქცა, 2008 წელს ირაკლი ღარიბაშვილი აკვნის ბავშვი ხომ არ იყო, ვერ თქვა 2008-ში. ყველა რაღაცას ვამბობდით, ზოგი ცუდს, ზოგი ცუდს, ზოგი ნეიტრალური ვიყავით. ირაკლი ღარიბაშვილი ვერ გამოვიდა და ვერ თქვა, რომ, მიხეილ სააკაშვილო მე ჩამოგაგდებ ხელისუფლებიდან იმიტომ, რომ რუსეთს ჩააბარე ტერიტორიები. საერთოდ, უნდა ჩამოყალიბდეს ღარიბაშვილი და მისი ბანდა, თუ სააკაშვილმა ტერიტორიები ჩააბარა უბრძლოლველად, მაშინ ზელენსკის რატომ აკრიტიკებენ, რატომ იბრძვისო. ხომ უნდა ჩამოყალიბდეს “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება”, რომელიც შოიგუს აშეარებს, ეს არის “ოცნება”, ეს დარჩა. მისი ამომრჩეველი ესაა. ეს არის ადამიანების ნაკრები, რომელიც სსიპებში, ააიპებში შეყარეს, 300-400 ლარად არის ნაყიდი, ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, 10 წელი გვიყიდა. საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეზეა დამოკიდებული ღარიბაშვილი გააგრძელებს ამ უთავმოყვარეო, აბდა-უბდა ლაპარაკს თუ უნდა დავასრულებინოთ ხელისუფლება “, – აცხადებს მურმან დუმბაძე.