LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2003 წელს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი: ნიკა მელია 

73
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ უამრავი ცვლილების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია და ეს ასე დიდხანს არ დარჩება. მისი განცხადებით, საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წინ წავა.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, 2003 წლის შემდეგ, საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი, რამაც ძალიან ბევრი რამ შესაძლებელი გახადა.

2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი

ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!

შესაძლებელი გახდა:

  • საქართველო კორუფციის გარეშე;
  • უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე;
  • განათებული ქვეყანა vs გრაფიკი;
  • გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად;
  • პატრული გაის ნაცვლად;
  • დასავლეთი რუსეთის ნაცვლად;
  • გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად;
  • წესრიგი კრიმინალის ნაცვლად;
  • რეფორმები უძრაობის ნაცვლად;
  • აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად;
  • პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!
  • კიდევ ბევრი რამ!

ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება!

საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ, ამისი ბოლომდე მჯერა!“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები