LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: პრეზიდენტი დეკემბრის შემდეგ მემუარების წერას არ დაიწყებს და პენსიაზე არ გავა

125
BeFunky-collage

პრეზიდენტს ვადა დეკემბერში გასდის, დეკემბრის შემდეგ მემუარების წერას არ დაიწყებს და პენსიაზე არ გავა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხებაში სალომე ზურაბიშვილის როლი შეიძლება „წონადი“ აღმოჩნდეს.

„ბოლოს და ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია. საპრეზიდენტო ვადა მას დეკემბერში გასდის. ჩემი წარმოდგენით, ის დეკემბრის შემდეგ მემუარების წერას არ დაიწყებს და პენსიაზე არ გავა. პრეზიდენტი ყოველთვის პრეზიდენტია. მარგველაშვილიც ხომ აქტიურობს. მას ექნება თავისი ოფისი და შეიძლება მისი როლი ოპოზიციის გაერთიანებაში ან „ქართული ოცნების“ დამარცხებაში იყოს წონადი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები