საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 151 939 მგზავრმა ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრთნაკადი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა (2023 წლის იანვარი – 85 338 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში რეისები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა და აეროპორტი, ჯამში, 486 რეისს მოემსახურა (2023 წლის იანვარი – 293 რეისი).
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.