უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ФСБ-ს თანამშრომლები უკრაინული წარმოშობის პირებს ეძებენ, რათა მათ რუსეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები დააბრალონ.
„მოსკოვში, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს „ეფ-ეს-ბე“-ს ოფიცრებად წარადგენენ, კარდაკარ ჩხრეკას ატარებენ”, – აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.
მათივე ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, მოსახლეობას ეკითხებიან, ახლოს თუ ცხოვრობენ ან ბინას თუ ქირაობენ უკრაინელები. ისინი ასევე უკრაინაში რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციის შესახებ მოქალაქეთა შეხედულებებით ინტერესდებიან.