Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზვიადაური მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს: მომხდარს გამარჯვებული არ ჰყავს, ყველა მხარე დამარცხდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიადაური მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს: მომხდარს გამარჯვებული არ ჰყავს, ყველა მხარე დამარცხდა

263
ზვიადაური

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური წინანდალში, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ მომხდარს გამარჯვებული არ ჰყავს და ყველა მხარე დამარცხდა.

მისი ადვოკატის მაგდა კოტრიკაძის თქმით, ზვიადაური ძალიან განიცდის, რომ სისხლისღვრა თავიდან ვერ აიცილა:

[related_news id=”565263″ align=”left”]

„ძალიან მძიმეა ზურაბ ზვიადაურის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იგი განიცდის მომხდარს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ძალიან დარდობს და განიცდის, რომ მან ვერ შეძლო დამდგარი შედეგის თავიდან აცილება.

ეს არის მდგომარეობა და მოცემულობა, სადაც ორივე მხარე დამარცხდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოხერხდეს მისი ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება”, – აცხადებს მაგდა კოტრიკაძე.

მისი თქმით, ზვიადაურებსა და კენჭოშვილებს შორის არანაირი ბიზნესდავა არ არსებობს.

შეგახსენებთ, ოლიმპიურ ჩემპიონს ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან.

მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს  კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ.

შსს-ს ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

“ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, ჩვენთვის მთავარია, ნიკას ცილი არ დასწამონ” – გარდაცვლილის დედის ემოციური მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები