საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ერთი კვირის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები თარიღის გამოცხადებას გეგმავს. როგორც სიჭინავამ უეფა-ს სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტობიდან მართლაც მიდის. “ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო დღეა დღეს, რათა განვაცხადო, რომ მართლა მივდივარ. სადღაც ერთი კვირის განმავლობაში არჩევნების დღეს გამოვაცხადებ. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს ჩემი პიკი იყო”, – განაცხადა სიჭინავამ.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, მან “თავისი ფეხბურთის ბუცები კედელზე ჩამოკიდა”.”ფეხბურთი სიჭინავას გარეშე”, – აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.