LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ქორიძემ მუშაობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო

qoridze

პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გუნდის წევრი გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზვიად ქორიძე აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე/სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე იმუშავებს.
ზვიად ქორიძე შიდა მონიტორინგის სისტემის სრულყოფასა და მაუწყებლის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს, ასევე ჩაერთვება დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში კი იქნება მაუწყებლის წარმომადგენელი.

ზვიად ქორიძე  2011 – 2013 წლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელობდა.

3 იანვარს ქორიძემ შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები