LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად გოგოჭური ოლიმპიური ჩემპიონია: პირველი მედალი ისტორიაში

34

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა. ის 90 კგ წონით კატეგორიაში გამოდის.

ფინალში გოგოჭურმა უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო იპონით დაამარცხა.

მანამდე კი ჩვენიანმა მეოთხედფინალში არგენტინელ ხორხე ლენსინას აჯობა იპონით. შემდეგ ნახევარფინალში ასევე იპონით მოუგო ამერიკელ დარტანიონ კროკეტს.

პარალიმპიადაზე საქართველოს აქამდე მედალი არასოდეს მოუპოვებია: გოგოჭურის ოქრო პირველი და ისტორიულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები