Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზვიად გამსახურდიას საქმეზე შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად გამსახურდიას საქმეზე შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს

gamsaxurdia_cotne5

„შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს, ამიტომ მე ვწყვეტ შიმშილობას,“ – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ განუცხადა.

გამსახურდიას თქმით, შალვა თადუმაძესთან საუბრის დროს მან საკმარისი გარანტიები მიიღო.

„მე და ჩვენი ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი შევხვდით შალვა თადუმაძეს, ვესაუბრეთ მას საქმეში არსებული ვითარების შესახებ და ამ საქმის გახსნის შესაძლო სტრატეგიებზე. გვქონდა ასევე საუბარი ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე – შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება და კვალიფიკაცია, განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები. იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული. თადუმაძე შეგვპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ჯგუფი შეიქმნას. ის პირადად უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს. შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს დავგეგმეთ. ჩემთვის მთავარი პროკურორის ის დამოკიდებულება და სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინე, არის იმის გარანტია, რომ ეს ყველაფერი შესრულდება და შესაბამისად მე ვწყვეტ შიმშილობას,“ – განაცხადა გამსახურდიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები