LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ძიძიგური: ლარი მალე დასტაბილურდება

69

“ქართული ოცნების” წევრი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ეროვნულ ვალუტასთანდ აკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება. დეპუტატის მტკიცებით,  ლარის კურსთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს.

“ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და დასტაბილურდება ლარი. მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარსდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აყვნენ”, – განაცხადა ძიძიგურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები