ზვიად დევდარიანი პატივისა და ღირსების აღსადგენად სასამართლო დავას იწყებს – ამის შესახებ ზვიად დევდარიანმა ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩემი ინტერესია დადგინდეს ის ყველაფერი, რაც მოვისმინეთ, “- განაცხადა ზვიად დევდარიანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, რომლებიც დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ისტორიები, რომელიც მედიაში გავრცელდა, შეხვედრია თუ არა სამსახურით დაინტერესენულ ქალებს და უსაუბრია თუ არა მათთან სამსახურის ნაცვლად სექსზე.
ამავე კითხვის საპასუხოდ მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ და სრულ ჩვენებას ზვიად დევდარიანი გამოძიებას მისცემს.
ზვიად დევდარიანის ადვოკატის თქმით, ბრალდებებს სამეურვეო საბჭოს წევრად დასახელებას უკავშირებენ.
მისივე ადვოკატის თქმით, არ გამორიცახვს, რომ კონკრეტულ პირებს კონკრეტული მიზანი ამოძრავებდათ, რასაც გამოძიებას დაადგენს.
ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ ქალების შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა. შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.