LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ციკოლიას მიერ ქართველი ჯარისკაცებისთვის დამზადებული საათი: “ცხელ-ცხელი ფოტო”

1751
BeFunky-collage (5)

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზე განცხადება გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მან ცნობილ დიზაინერს – ზვიად ციკოლიას ჯარისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე საათების შექმნა სთხოვა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და წარწერა – თავდაცვის ძალები

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სახის საჩუქარი მიღებული ფორმაა ნებისმიერ ჯარში, მათ შორის ევროპის ქვეყნების თავდაცვის ძალებშიც.

ცოტა ხნის წინ კი თავად დიზაინერმა გამოაქვენა სოციალურ ქსელში საათის ფოტო, სადაც საქართველოს დროშა და წარწერა თავდაცვის ძალებია დატანილი.

„ცხელ-ცხელი ფოტო“, – წერს ციკოლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები