LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ციკოლია სავარაუდო ტერიტორიას ასახელებს, სადაც საწარმოს ააშენებს

126
210102188_10159310866823917_9100504419224067585_n

ზვიად ციკოლია საწარმოს და სათავო ოფისის აშენებას გეგმავს. „ქარხანა ჯამში 600 კვ. მეტრის ფართის იქნება, საიდანაც უშუალოდ მექანიკური საამქრო 300 კვ. მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. დანარჩენი ადმინისტრაციულ შენობას დაეთმობა,“- აცხადებს ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი „ბიზნესპარტნიორთან“.

როგორც ციკოლია ამბობს, უკვე დასრულებულია პროექტზე მუშაობა. ცნობილი დიზაინერი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ შერჩეულია სავარაუდო ლოკაციაც – განიხილება დიდი დიღმის, ან ლილოს ტერიტორია.

რაც შეეხება მშენებლობის დაწყების თარიღს, ზვიად ციკოლია ჯერჯერობით ამ საკითხზე ვერ საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები