LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ბერიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად კონცერტი გაიმართება

68

7 ნოემბერს, 19:30 საათზე, თბილისის ოპერის თეატრში ახლახან გარდაცვლილი დირიჟორისა და მომღერლის, ზვიად ბერიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად კონცერტი გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 37 წლის ლოტბარს მცირე ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს… მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ოჯახმა თბილისში ბინა დაკარგა და ამჟამად ისინი მარტყოფში ცხოვრობენ.

კონცერტზე, რომელიც ბერიაშვილს მიეძღვნება, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, წმინდა სამების საპატრიარქო გუნდი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გიორგი ცაგარელი და ზვიად ბოლქვაძე მიიღებენ მონაწილეობს, სხვა სოლისტებთან ერთად.

კონცერტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი კონცეპტ არტი და კომპანია ბადაგონი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა და საინფორმაციო ცენტრი 118 08.

14563501_1222717417766990_8420895522559668110_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები