მაშინ, როცა სრულიად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, კორონავირუსის პანდემია უკვე აქტიურ ფაზაში იყო შესული, ნიკო წივილაშვილმა გადაწყვიტა, თბილისში სახლი გაეყიდა და სიონში საკუთარი ბიზნესი დაეწყო. სწორედ ასე გაჩნდა სიონის ტბის პირას დასასვენებელი კოტეჯი -„სახლი ტბასთან“, რომელმაც ფუნქციონირება 2020 წლის 1 ივნისიდან დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული კოტეჯი ტბის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. სახლი გათვლილია 2 ან 3 ადამიანზე. საძინებელში მეორე სართულზე თავსდება 2 ადამიანი, მისაღებში დივანზე კი -1 ადამიანი. სველი წერტილები სახლშივეა, გასათბობად კი გამოიყენება ლამაზი შეშის ღუმელი. სახლის ღირებულება 1 ღამით 120 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, ნიკო წივილაშვილი მომავალში ტბასთან მეორე სახლის აშენებასაც გეგმავს.