ჟურნალისტი ია თინიკაშვილი, რომელსაც ერთი თვის წინ ანევრიზმა დაუდგინდა, ცოტა ხნის წინ კი მან დაავადება წარმატებით დაამარცხა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ჟურნალისტი თურქეთში ჩატარებული ოპერაციის და რეანიმაციაში ყოფნის ეპიზოდს იხსენებს:
„ზუსტად ერთი თვის წინ ამ დროს, 22 დეკემბერს, თურქეთში, სტამბოლის „მედიქალპარკის“ კლინიკის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის რეანიმაციაში ვიწექი (24 საათის განმავლობაში გაუნძრევლად) და მაშინ მეგონა, რომ აღარც გავიღიმებდი, აღარც გაპრანჭვის, ან სადმე წასვლის სურვილი გამიჩნდებოდა, მაგრამ, მგონი, მართლა არ ხდება ისეთის დაშვება, რასაც ვერ გადავიტანთ და იმის მიუხედავად, რომ ჯერ მთლად თოვლში „შორტებით“ სიარულს ვერ დავუბრუნდი, აგერ, ფოტოები მაინც გადავიღე.
პს. პარაშუტისტი რომ ვარდება და ნატრობს – ღმერთო, ოღონდ გაიხსნას და არც ერთ ცოდვას აღარ ჩავიდენ, ოღონდ ახლა გადამარჩინე და სიცოცხლის ბოლომდე სათნოებით ვიცხოვრებო…
მეც არ დამვიწყებოდეს, რასაც მაშინ ვფიქრობდი – ოღონდ გაიხსნას, ოღონდ ახლაც გადავრჩე, ოღონდ გადავრჩე, ოღონდ გადავრჩე და…“ – წერს ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში.
? ზუსტად ერთი თვის წინ ამ დროს, 22 დეკემბერს, თურქეთში, სტამბოლის ,,მედიქალპარკის” კლინიკის ნეიროქირურგიული…
Posted by Ia Tinikashvili on ორშაბათი, 22 იანვარი, 2024