LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩიორა ანის არ ჩახუტებია“ – გიორგი თექთურმანიძეს ისევ სჭირდება დახმარება

256

ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძეს, ავარიაში მოყოლის შემდეგ, განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება. მისი მეუღლე, მომღერალი ანი ღონღაძეა. მისი „ფეისბუქის“ გვერდზე ახლახან გავრცელდა მოწოდება, საიდანაც ირკვევა, რომ 10 ივლისს, ლაგოდეხში გიორგის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

„ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩიორა ანის არ ჩახუტებია, არ შეხებია, არ დაუნახავს.
რა არის ამაზე უფრო საშინელი და მტკივნეული?!

მესმის, რომ შეუძლებელია რომელიმე ჩვენგანმა ბოლომდე გაითავისოს მათი ეს ტკივილი, რადგან ყველას ჩვენი პრობლემებით აღსავსე ცხოვრება გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული იყავით იმაში, რომ არც ერთი ჩვენგანის განსაცდელი არ არის ისეთი მტკივნეული, როგორიც მათი და მათთნაირების.მათთნაირების, ვინც მხოლოდ სიცოცხლისათვის იბრძვის, ვინც კიდევ ერთხელ ჩასუნთქვისათვის იბრძვის, ვინც კიდევ ერთხელ თვალების გახელისათვის იბრძვის, ვინც კიდევ ერთხელ საყვარელი ადამიანის ჩახუტებისათვის იბრძვის…
რა არის ამაზე უფრო საშინელი და მტკივნეული?!

ამხელა განსაცდელისთვის არავინ არაა მზად. არც ერთ ადამიანს ამის არც მორალური და არც მატერიალური შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა არა, მორალურ გამძლეობასა და ამტანობას მაინც სადღაც პოულობ… ალბათ, სიყვარულში, იმედში, ღმერთში…არ ვიცი, სადღაც.

ჩვენ, ნაპირს აქეთ მყოფ ადამიანებს, შეგვიძლია ასეთ დროს დავეხმაროთ მათ. ვაგრძნობით, რომ მარტო არ არიან. დავამტკიცოთ, რომ სიკეთე გადამდებია…

კეთილი ადამიანები უკვე გაერთიანდნენ ჩიორასათვის (გიორგი) და სჯერათ, რომ სიკეთე ყველაფერს დაამარცხებს.

უმორჩილესად გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად დავუბრუნოთ ჩიორა ანის, ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს. ჩვენთან დავაბრუნოთ ის.

10 ივლისს ქალაქ ლაგოდეხში, კინოთეატრ სინემაში 20:00 სთ-ზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი ჩიორას დასახმარებლად. თითოეული თქვენგანის დასწრება უდიდეს წვლილს შეიტანს გიორგის გამოჯანმრთელებაში. მონაწილეობენ : მიშა სულუხია, მარიტა როხვაძე,მარიამ ჯომარდიძე, ქეთი კვიცარიძე, ძმები გულაშვილები,გიორგი ჩიქოვანი, იოანე არაბული, ბექა ბროლაძე, “ჰერელი გოგონები და ანსამბლი „ჰეროვანი“.

ბილეთის ფასი 5 ლარი“ – წერს კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

13625332_10208599193390378_455320478_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები