LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზუსტად და ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან არავინ უბიძგებს საქართველოს ომისკენ” – ტოივო კლაარი

122
1659539226-ტოივო-კლაარი-

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებენ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ, ყალბია. ამის შესახებ მან აფხაზურ გამოცემა „ნუგნაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ზუსტად და ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან არავინ უბიძგებს საქართველოს ომისკენ და აშშ-ს ელჩმა თბილისში არაერთხელ დაუდასტურა, რომ ასეთი ზეწოლა არც აშშ-ს მხრიდან არის. ეს არის დეზინფორმაცია“ , – განაცხადა მან.

კლაარის თქმით, „არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ იმას, რაც არ უნდა ეთქვათ“.

„მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რაიმე აგრესიულ განზრახვას“, – განაცხადა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები