LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუსტ თარიღს, როდის მივიღებთ “ასტრაზენეკას” დამატებით დოზებს, ვერ დაგისახელებთ: ტიკარაძე

68
1

“მოლაპარაკებები, სამწუხაროდ, ჯერ პროცესშია და ვერ დაგისახელებთ ზუსტ თარიღს, თუ როდის მივიღებთ “ასტრაზენეკას” იმ დამატებით დოზებს, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ბრიფინგზე, ვაქცინებსა და მასობრივი იმუნიზაციის პროცესზე საუბრის დროს განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ აქვე აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინის პირველ დოზად სწორედ “ასტრაზენეკა” მიიღეს, არავითარი საფრთხე არ შეექმენებთ, რადგან როდესაც ისინი ვაქცინაციის 10-12 პერიოდიში გადავლენ, სექტორი მათ აცრას უზრუნველყოფს:

“რაც შეეხება “ასტრაზენეკას”, ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია დაცული იყოს პირველ და მეორე ვაქცინას შორის გარკვეული პერიოდი. მას შემდეგ, რაც ის პრობლემა შეიქმნა, რომელმაც საზოგადოების სრულიად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი ხელით ყოფილიყო მართული, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მე-10 და მე-12 კვირა, უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყო მათი ვაქცინაცია და შესაბამისად, ამ ჯგუფში გარკვეული პრიორიტეტები დავსახეთ.

რეგისტრირებულები იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც ჰქონდათ ვაქცინაციის მე-7, მე-8, მე-9 კვირა, ვინაიდან ეს არ არის აკრძალული და შესაბამისად, მოქალაქე თვითონ წყვეტს, რომელი კვირიდან გეგმავს თავის ვაქცინაციას.

ამ მოქალაქეების რიგი ვმართეთ, რის შედეგადაც მოქალაქეებს მიეწოდებათ კუთვნილი და საჭირო ვაქცინა, რათა “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია უსაფრთხო იყოს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტიორ ქვეყნებთან, “კოვაქსთან” არის მჭიდრო კომუნიკაცია “იუნისეფის” დახმარებით, რათა ის კუთვნილი 43 ათასი დოზა, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო, დროულად მოხდეს მისი მოწოდება. მოლაპარაკებები სამწუხაროდ, პროცესშია, ვერ დაგისახელებთ ზუსტ თარიღს, როდის მივიღებთ დამატებით დოზებს, რომელიც უნდა შემოვიდეს.” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

“სინოფარმისა” და “სინოვაკის” მილიონი დოზა საქართველოში კვირის ბოლოს იქნება და დავიწყებთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესს: ტიკარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები