საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან ახალი კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება.
ბერძენ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებულია და ზუროსთან სიტყვიერი შეთანხმებაც მიღწეულია. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოში ჩამოდის და კონკრეტული დეტალები სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ილიას ზუროსთან ხელშეკრულება ორი წლის ვადით გახანგრძლივდება.