„დედაჩემს ვუთხარი, რომ მამაჩემისთვის ეთქვა.. პირდაპირ ვერ ვუთხარი ვერც ვუყურებდი თვალებში.. სულ მეუბნებოდა, გიო, რომ გავიგო ნარკომანი ხარ ბენზინს გადაგასხავ, გადავისხავ და ცეცხლს წავიკიდებო.. დედაჩემს ვუთხარი, რომ შეტოპილი მაქვს, ვიცოდი ხვდებოდა მაგრამ ვერც ვუთხარი რაში,“ – მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ნარკოდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა.
ყიფშიძემ მისი ოჯახის წევრების რეაქცია გაიხსენა.
„ დედაჩემმა მამაჩემს გამარიდა, მე ვეტყვიო.. როცა უთხრა, მახსოვს, ბენზინის ძებნა კი არ დაიწყო ინტერნეტში ეძებდა გამოსავალს, რა ვუშველოო..
ვერ ხვდებოდა ძალიან კარგად ვმალავდი მაგას ზურასთან, ისე ვაკეთებდი, რომ არ მეტყობოდა..
მთავარი იყვნენ დედაჩემი და ჩემი ცოლი, მხოლოდ მათ სჯეროდათ, დანარჩენმა ყველამ ხელი ჩაიქნია.. ზურამაც.. ეგეთი ხალხი ვერ გამოდის მდგომარეობიდანო..
ცოლი ყველანაირად მეხმარებოდა.. თვითონაც მინდოდა თავის დაღწევა,“ – ამბობს მსახიობი.
„ახლაც მწერენ, ნარკოტიკს დაანებე თავიო“ – რას ამბობს გიორგი ყიფშიძე მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე