LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე მივა – ბრალდებულს ახმეტაში ბადრაგი ჩაიყვანს

751
ძმა და ზვიადი

მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მისცეს.

ბრალდებულს ახმეტაში ბადრაგი ჩაიყვანს.

ინფორმაცია „ტვ პირველს“ დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა.

ტრაგიკული შემთხვევა წინანდალში 16 აგვისტოს მოხდა.

3 ადამიანი მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლეს.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

ზვიადაურის ადვოკატი: ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ

ჩემს სახლში მივიყვან: ქუცნაშვილი ზვიადაურის საპატიმროდ საკუთარ სახლს სთავაზობს

ზურაბ ზვიადაურს აღჯვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

თავდებში ვუდგები ყველაფრით, თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად: ავთანდილ ჭრიკიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები