Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზურაბ მხეიძე: „სამი დღე ქართულ ტელევიზიებს რომ უყურო, ჩაალაგებ ჩემოდნებს და აქედან წახვალ“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ მხეიძე: „სამი დღე ქართულ ტელევიზიებს რომ უყურო, ჩაალაგებ ჩემოდნებს და აქედან წახვალ“

33586
zurab-mxeidzenwsss

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ადამიანზე ნეგატიური ინფორმაციის გავლენას აფასებს და საუბრობს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს.

„ნეგატიური ინფორმაციის ზემოქმედება ავადმყოფობებს იწვევს და ამას დავამტკიცებ. თამბაქო იწვევს კიბოს, ასე ამბობენ, მაგრამ ამას ცალსახად ვერც ერთი ექიმი ვერ დაამტკიცებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისკებს ზრდის. ზუსტად იგივე რისკები აქვს ნეგატიურ ინფორმაციას. ამერიკის პროპაგანდისტული პოლიტიკა როგორია? ამერიკაში რატომ მივდივარ? იმიტომ, რომ შანსი მაქვს, გახვდე მილიონერი. ჩვენი ტელევიზია კი გეუბნება, რომ აქ შანსი არ გაქვს. ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ტიპს უნდა ეუბნებოდე, მიდი, გაინძერი, აქ კი გეუბნებიან, არაფერიც არ გამოგივაო. ერთად რომ დავსხდეთ და გადაცემებს ვუყუროთ სამი დღე, ჩავალაგებთ ჩემოდნებს და წავალთ. ამას რომ დაინახავ, სასოწარკვეთამდე მიხვალ…“

ვიდეო: „აზროვნების აკადემია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები