“გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დიდ დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, – ინფორმაციას ამის შესახებ პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში ნებაყოფლობით გაყვა .უწყების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, მას პოლიციამ ნებაყოფლობით გაყოლა შესთავაზა, რაზეც ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა.
მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის „დედაენის“ ბაღში სულ 11 პირი დააკავეს