LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

194
403643927_1911449955949893_4250098924577672653_n

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება.

ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დღეს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სრულდება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილე და პარლამენტში ვგეგმავთ, რომ ეს იუბილე აღვნიშნოთ.

ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში.

ფაქტობრივად, მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და ასევე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები