Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზურაბ ჭიაბერაშვილი : დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ნულია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჭიაბერაშვილი : დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ნულია

91

ზურაბ ჭიაბერაშვილის მტკიცებით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ნულია და „სისტემა რომ არ აფეთქდეს, წლის ბოლომდე პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება სჭირდება.“

დეპუტატის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც არის 100 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2015 წელს დაიგეგმა. მისივე თქმით, პროგრამაზე 35 მლნ ლარის დამატება წელს უკვე მოხდა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ 9 დეკემბრის მონაცემებით, ეს 605 მლნ ლარი მთლიანად გაიხარჯა.

“პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდა პირდაპირ აისახება ჯანდაცვაზე გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობაზე. გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ 39.7%-დან (2013) 44.1%-მდე (2015) გაიზარდა იმ ოჯახების წილი, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან. იგივე ტენდენცია აჩვენა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ერთობლივმა კვლევამაც, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და, შესაბამისად, მოქალაქეების ჯიბეზე. გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უარესდება. ივანიშვილის მთავრობა აპირებს, შექმნილ კრიზისს იმგვარი არასისტემური ნაბიჯებით უპასუხოს, რომელიც პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს. ისინი უარს ამბობენ საყოველთაობაზე, მაგრამ ისე, რომ სადაზღვევო სექტორს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, რასაც მოყვება ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების კიდევ უფრო გაძვირება. ფინანსური პრობლემები შეექმნება საავადმყოფოების ნაწილსაც. ვიდრე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები არ დაბრუნდებიან, ეს კრიზისი სულ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები