LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ბაქრაძე – ვეცდები, საქართველოში მალე დავბრუნდე, ვერავინ და ვერანაირი შანტაჟი ვერ შემაცვლევინებს იმას, რაც ვთქვი

66

ყველანაირად ვეცდები, რომ საქართველოში ყველა გზით ძალიან მალე დავბრუნდე, ვერავინ და ვერანაირი შანტაჟი ვერ შემაცვლევინებს იმას, რაც ვთქვი, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მე დღეს ყურადღებით წავიკითხე „ინტერპრესნუსიზე“ გურამ დონაძის მიერ გაკეთებული კომენტარი. ყველანაირად ვეცდები, რომ საქართველოში ყველა გზით ძალიან მალე დავბრუნდე. ვერავინ და ვერანაირი შანტაჟი ვერ შემაცვლევინებს იმას, რაც ვთქვი. მინდოდა ქალბატონ იასთვის „ფეისბუქზე“ მიწერა, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ გავაკეთე ეს. საბოლოოდ მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ. 

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რომ ის დანაშაულს აღიარებს და მან შემთხვევის ადგილის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, მან საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები