LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ალავიძე: შეკითხვები ეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და შემდგომ პერიოდში გამოვლენილ ტენდერებსა და შესყიდვებს

73

მთავარ პროკურატურაში დაკითხვასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.

მისი განმარტებით, უწყებაში  შეეხებოდა ეხებოდა მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს

ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია.როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს,”- აცხადებს ალავიძე.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით,  შეკითხვები,  რომლებსაც დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ პასუხი უნდა გასცენ, არის ლეგიტიმური. მისივე  თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ბიუჯეტის დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს განაგებდნენ.

დიდი სიამოვნება იმაში არ არის, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, მაგრამ ეს სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ბიუჯეტის დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს განაგებდნენ. ვინც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირები, მოქალაქეები, რა საკითხეც არ უნდა იყოს გამოკითხვა, შეკითხვები არის ლეგიტიმური, რომლებსაც სრული პასუხი უნდა გასცეს ერთმაც და მეორემაც. როგორ განვითარდება, ეს არავინ იცის. წინასწარ ასე ხაზის გადასმაც არ მიმაჩნია სწორი, თუმცა სასიამოვნო ამაში არაფერი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსნებთ, რომ ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროკურატურაში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები