ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “ფორტუნას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ზურაბ აბაშიძე მკურნალობის კურსს ყაზახეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ გადის, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც.