LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ აბაშიძე რუსეთის მხრიდან ღვინოსა და მინერალურ სასმელებზე ემბარგოს არ ელოდება

84

რუსეთში „ბორჯომისა“ და ღვინის ექსპორტი არ შეწყდება, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლემა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა დუმას ერთ-ერთ კომიტეტს ეკუთვნის და რუსეთის მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს.

აბაშიძის განმარტებით, საქართველოს ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია. საქმე ეხება 2014 წლის 23 ივნისს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას შეზღუდოს ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქცია, რომელსაც მაშინ საქართველოც შეურთდა. ზურაბ აბაშიძის თქმით, გადაწყვეტილება ყოველი წლის ივნისში ერთი წლით გრძელდება. შეთანხმება წლევანდელი წლის ივნისშიც გახანგრძლივდა.

„შესაბამისად, ახალი არაფერი არ ხდება და არ მგონია, ქართულ პროდუქტს რუსეთის ბაზარზე ემბარგო ემუქრებოდეს“ – აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი არც აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში განუხილავთ და არც სამომავლოდ იგეგმება.

„ფორტუნას“ კითხვაზე, ხომ არ გადახედავს საქართველო ევროსაბჭოს შეთანხმებას, თუკი ემბარგოს საკითხი რეალურად დღის წესრიგში დადგება, აბაშიძემ პასუხი არ გასცა.

რუსული მედიის ცნობით, სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი. როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. კომიტეტი რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ანალოგიური ზომები მიიღოს. როგორც კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ გამოცემა „ლენტას“ განუცხადა, კომიტეტი რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ანალოგიური ზომები მიიღოს. მისი მოსაზრებით, ამ ქვეყნებმა „სისულელე“ ჩაიდინეს, რადგან საპასუხო რუსული ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან.

საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები