მალე ერთი თვე გახდება, რაც საზოგადოება ზურა ბერიკაშვილის გამოჯანმრთელებას გულშემატკივრობს. ცნობილ მსახიობს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა – მას გული გაუჩერდა.
მოგვიანებით ქალბატონმა მანანამ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე Ambebi.ge-სთან ისაუბრა.
„ზურიკო 22 წლის ასაკიდან ინსულინზეა, დიაბეტი აქვს. თურმე “დიაბეტიკებს“ არ აქვთ ტკივილის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია”, – ამბობდა ინტერვიუში მანანა ბერიკაშვილი.
ქართველი ექიმები პაციენტს ყურადღებას არ აკლებდნენ, თუმცა მსახიობის გადაყვანა უცხოეთში მაინც აუცილებელი გახდა.
ის უკვე ერთი კვირაა, რაც გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობას.
ამის შესახებ Ambebi.ge-ს ზურა ბერიკაშვილის სიძემ, ნიკო ნანიტაშვილმა განუცხადა.