LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძემ გურული სუნელის ძველი რეცეპტს გვიზიარებს

839
page

ზურა შევარდნაძემ თავის გვერდზე გურული სუნელის ძველი რეცეპტი გაგვიზიარა.

„ყველა გურულმა იცის სუნელი, საკმაზი, რომელსაც ყველა ვარგებული ქალი ნაყავს ფილთაქვაში და აქვს სულ. კასხანს ინახება, ბებიები, დედები, მამიდები უგზავნიან შინაურებს ქალაქში, აუცილებლად გათლილი ჭიქებით, ვერცხლის ქაღალდით თავმოკონილს.. ჩანთას და ყველაფერს რაც ალაგია შიგ მისი სურნელი ასდის. გურული სუნელის ძველ რეცეპრს ნინო კვაჭანტირაძე გვიზიარებს, ოქროს ხელებიც მისია..

ნახევარი კილო თხილი, 200 გრ, მწვანე, წიწაკა, დიდი კონა კეკლიანი-აკატრებული ქინძი, 300 გრ. ნიორი, ხოროში მარილი. ზაფრანის ნედლი ყვავილი სადაო ამბავია, ზოგი უშობა ზოგი არა. აუცილებელი იარაღი ძველი ფილთაქვა და ძლიერი მაჯაა, მუხლზე თუ დანაყავთ და ფეხს ააყოლებთ კიდევ უფრო გემრიელი გამოგივათ. გათლილ ჭიქას ვერცხლის ქაღალდს დაახურავთ, დაიტკეპნით და მაცივარში შეინახავთ. გამოყენებამდე ძმრით შეათხელებთ და შეანელებთ გემოვნებით. რასაც არ უნდა წასცხო ყველაფერს ჯადოსნურ, გურულ, ბავშვობის სურნელს და გემოს აძლევს.“

როგორი უნდა მოვამზადოთ მარტივად უგემრიელესი და ნოყიერი საუზმე – რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან

ნამდვილი უკრაინული ბორშის რეცეპტი შეფ-მზარეულ მიხეილ ავსაჯანიშვილისგან

ვიდეო: როგორ მოვამზადოთ „ცეზარი“ და მისი განსაკუთრებული სოუსი სახლში – რჩევები ანა კვირიკაშვილისგან

სოუსი, რომელიც ნებისმიერ სალათას ჯადოსნურ არომატს მისცემს – რჩევები ქეთი ბაქრაძისგან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები