LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ნიჟარაძე: „როცა ადამიანი უფულობას არის მიჩვეული, მისთვის დღეში 10 ლარიც კარგია, მაგრამ თუ სხვა „ლუი ვიტონების“ ყიდვას მიეჩვია, მისთვის 50-ლარიანი ფეხსაცმლის შეძენა სიკვდილის ტოლფასია…“

311
ზურა ნიჟარაძე ახალი

ზურა ნიჟარაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ფულისადმი საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ესაუბრება.

როგორია ფულის მიმართ თქვენი დამოკიდებულება?

როგორც ყველას, ფული მეც მჭირდება. ფულის გულისთვის ხელს ყველაფერზე არ მოვაწერ, თუმცა ისიც ვიცი, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ის აუცილებლობას წარმოადგენს და ორმაგად სასიამოვნოა, როცა შენი შრომის ანაზღაურებას იღებ. ფულისგან გაფუჭებული ადამიანებიც ბევრი მინახავს. ისიც მინახავს, ბევრი რომ ჰქონდა, მაგრამ დღეს აღარაფერი აქვს. გაღარიბებული და სულიერად განადგურებული ადამიანებიც მინახავს… ისეთი ადამიანებიც მინახავს, ფული რომ არასდროს ჰქონიათ, მაგრამ ცოცხლობენ. იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული. როცა ადამიანი უფულობას არის მიჩვეული, მისთვის დღეში 10 ლარიც კარგია, მაგრამ თუ სხვა „ლუი ვიტონების“ ყიდვას მიეჩვია, უფულოდ დარჩენის შემთხვევაში, მისთვის 50-ლარიანი ფეხსაცმლის შეძენა სიკვდილის ტოლფასია. არადა 50-ლარიანი ფეხსაცმლით უამრავი ადამიანი ცხოვრობს, ბედნიერებიც არიან, ოჯახიც უყვართ, სამშობლოც და ასე შემდეგ. შეიძლება, ვიღაცას 2 მილიონი აჩუქო და ჩვეულებრივად შეხვდეს ამას, ვიღაცას 20 ლარით რომ დაეხმარო, მასზე ბედნიერს მეორეს ვერ ნახავ. ისე დაგლოცავს, შეიძლება, მთელი ცხოვრება გაგყვეს. ასე რომ, ყველაფერი შედარებითია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები