ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ნეგატივის უარყოფით გავლენაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ უარყოფით ემოციებს კიდევ უფრო მეტი ნეგატიური ემოციების მოზიდვა შეუძლია.
„ნეგატიურ ემოციებს დიდი რისკები აქვს – თუ დავრბივართ მანქანებს და ვაიძულებთ, რომ ტექდათვალიერება გააკეთონ, იგივეა ესეც – ამერიკის პროპაგანდისტული პოლიტიკა როგორია? იქ იმიტომ მივდივარ, რომ გავხდე მილიონერი, ფილმებში როგორაა? გეუბნებიან, შენ შეძლებ ამას. ჩვენი ტელევიზია გეუბნება, რომ აქ შანსი არა გაქვს. არანაირად, ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ადამიანს უნდა უთხრა, მიდი, გაინძერი, გამოგივა!.. ესენი კი გეუბნებიან, არაფერიც არ გამოგივა.
ვთქვათ, დილას გაიგონე, რომ ვიღაცამ მოკლა ადამიანი. წამოვიდა ეს ემოცია. ამ ემოციას აქვს მსგავსი ემოციების მობიზილების საშუალება. ეს იცით, რომელი მომენტია? ცუდ ხასიათზე რომ ხარ და რომ არ იცი, რატომ ხარ ცუდ ხასიათზე…“
ზურა მხეიძე: „ასეთ შემთხვევაში ოჯახში ჰარმონია გარანტირებულია…“