LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე მამათა მონასტერში წავიდა: “მინდოდა ხათუნასთვის მელოცა…ის, რომ კარგადაა, ეს უფლის დამსახურებაა”

3373
BeFunky-collage (6)

ზურა ხაჩიძე ტაბაკინის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა მონასტერში გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უვლის მონასტრის წინამძღვრის მიერ გაშენებულ ქართულ ნაგაზებს.

 

 

თუ რამ მიიყვანა ზურა ხაჩიძე მონასტერში “პრაიმტაიმთან” ვრცელ ინტერვიუში საუბრობს.

“მამა მოსემ წამიყვანა ამ წმინდა გიორგის სახელობის მე-6-მე-7 საუკუნის ისტორიულ ტაძარში. სამსახურში, მეტწილად, დისტანციურად ვმუშაობდი. თან მინდოდა მარხვის პერიოდი მონასტერში გამეტარებინა, ხათუნასთვის მელოცა… მისი ჯანმრთელობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხათუნა რომ კარგადაა, ეს უფლის დამსახურებაა. მადლობა ღმერთს ამისთვის.

ახლა, პანდემიის დროს, ყველაფერი გაჩერებულია და ვინც, ნაგაზების რეალიზებაში, მონასტერს დაეხმარება, კარგ საქმეს გააკეთებს. (მამა იაკობის ნომერია 599504861)

ასე ვცხოვრობ სამონასტრო ცხოვრებით. ვცდილობ, მე ცოდვილს შემეწიოს აქაური ლოცვა…

გავიგე, გუშინდელ ჩემს “პროფილს” დიდი რეიტინგი დაუდია. მამაოს ვკითხე, ეთერით მოყოლილი ჩემი სააღსარებო თემით სხვას ხომ არ დავაბრკოლებ-მეთქი? თუ კარგი მიმართულებით შეუძახებს სხვას, გადაარჩენს და უფლის გზას დაადგება, პირიქით, დაეხმარებაო, მიპასუხა. ყველა ჩვენი განსაცდელი გვაძლიერებს. ეს უფლის მადლია.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები