ზურა ხაჩიძე სოციალური ქსელის საშუალებით მწუხარებას გამოთქვამს კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. 49 წლის პოლიტიკოსს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე ჰქონდა. 2007 წელს ის სცემეს, რისი შედეგიც გახდა, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის დამძიმება, ახლახან კი ის პოლიორგანული უკმარისობისგან გარდაიცვალა.
ზურა ხაჩიძე წერს:
“ღმერთმა მოიხსენოს კობა შენი სული!ამინ❤? ძალიან მეწყინა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს!წესიერი და განათლებული ქართველი დაკარგა საქართველომ!?♂️(კიდე პრეტენზია აქვთ ამის ჩამდენებს ხელისუფლებაში მოსვლის)?”