LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა გორგაძე: „რთულ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი, ბევრი მცდელობა მქონდა, თავი დამენებებინა, მაგრამ ადვილი არ იყო…“

836
ზურა გორგაძე

ზურა გორგაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ კიდევ ერთხელ საუბრობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ…

ვიცი ამ თემაზე არ გიყვარს საუბარი, ყოველთვის თავს არიდებ, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, იმ რვა წელზე, როცა აზარტულ თამაშებზე იყავი დამოკიდებული და საკმაოდ რთული პერიოდი იდგა შენს ცხოვრებაში, როგორც ფინანსურად, ისე ადამიანებთან დამოკიდებულებაში. როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ შეძელი თავის დანებება?

გეთანხმები, ამ თემაზე არ მიყვარს საუბარი და ნათქვამიც მაქვს, არ ვისაუბრებ-მეთქი, მაგრამ თუ ჩემი საუბრით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარები, სტიმულს მივცემ ან დავაფიქრებ, რომ ამ საშინელ სენს და დაავადებას სძლიოს, მაშინ ბედნიერი ვიქნები. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში იყო რთული რვა წელიწადი, როცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო დრო, ენერგია, ნერვები, ფული და ჯანმრთელობა, ერთდროულად დავკარგე. კი ამბობენ, როგორც ყოფილი ნარკომანი არ არსებობს, ისე ყოფილი მოთამაშეო, მაგრამ მე ვარ ფაქტი, მე დავძლიე ეს სენი. აზარტული თამაშები სტუდენტობის ბოლო წლებში დავიწყე და თამაშ-თამაშში ჩემი ცხოვრების თანამდევ საშინელ ყოველდღიურობად იქცა.

რთულ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი, ბევრი მცდელობა მქონდა, თავი დამენებებინა, მაგრამ ადვილი არ იყო. საკუთარი თავის ღირსების შელახვის ყველაზე მეტად შემეშინდა და ერთ დღესაც ვთქვი: „მორჩა!“ და იმ დღის მერე, აზარტულ თამაშებს აღარ გავკარებივარ. ფინანსური პრობლემაც მოვაგვარე, ოჯახის წევრების ნდობის მოპოვებაც შევძელი და ფორტუნა კვლავ შემოტრიალდა ჩემკენ. სწორ რელსებზე შევდექი და დღემდე კარგი გზით მივდივარ. ამ გზას ვეღარ შემიცვლის ის მახინჯობა, რომელიც გამოგონილია ადამიანის გამწარებაზე, რომ ერთეულებმა დიდი ფული აკეთონ. რომ არა ოჯახის წევრების გვერდით დგომა და იმ კოშმარის დროს მეგობრების სწორი დამოკიდებულება, გამიჭირდებოდა სწორი გზის დანახვა. ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, იმ საშინელ, კოშმარულ რვა წელს არ გავივლიდი. თუმცა, გავიარე ის გზა, გავუძელი და იმ კოშმარის დაძლევამ რკინის ადამიანად მაქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები