მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან ზუგდიდში სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ მომსახურებით შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები, ასევე საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლები, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელ-მასწავლებლები და ტექნიკური მუშაკები ისარგებლებენ.
მერიის ბიუჯეტიდან ამისთვის 20 000 ლარი დაიხარჯება.