LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი შენდება

69

ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო.

სტადიონის მშენებლობას, კაფსულის ჩადებით, საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუყარა.

ზუგდიდელები დიდი ხანია ელოდებიან ცენტრალური სტადიონის მშენებლობას და მათ ახლო მომავალში ექნებათ 7200-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო მოედანი.

ამჟამად მიმდინარეობს მიწისზედა გრუნტის სამუშაოები და მუშაობს მძიმე ტექნიკა.

სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები.

დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სათადარიგო სტადიონი სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო – ხელოვნურით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები