LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს წევრები არიან ჩართულები – ენმ

136

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს წევრებიც არიან ჩართულები, რომლებიც ამომრჩეველს ენმ-სთვის ხმის მიცემას უკრძალავენ.

მისი ინფორმაციით, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებსაც.

„ე.წ. მაყურებლის და ძველი ბიჭის, ვინმე გუგუჩიას ძმა, რობერტ გუგუჩია საარჩევნო უბნებზე ხვდება ჩვენს ამომრჩევლებს, გაყავს ისინი, გამოყავს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან ენმ-ის და მათ ეუბნებათ, რომ კახათში არ უნდა გაიმარჯოს ე.წ. არაქურდულმა პარტიამ,“ – განაცხადა ანი წითლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები