ზუგდიდში ქვეითად მოსიარულე ქალბატონს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებული ქალბატონი ადგილობრივ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროს კონტაქტური იყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმის 276 მუხლით დაიწყო.